ნიკოლოზ ბასილაშვილი ინდიან უელსის „მასტერსის“ ფინალშია

  •  

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ  ბასილაშვილი ფინალურ შეხვედრას ხვალ გამართავს. მან ნახევარფინალში ამერიკელი ჩოგბურთელი ტეილორ ფრიტსი 2 სეტში, ანგარიშით: 7:6, 6:3 დაამარცხა.

მან ინდიან უელსის „მასტერსის“ ნახევარფინალში ამერიკელი ტეილორ ფრიტცის დამარცხებასთან დაკავშირებით კონემტარი გააკეთა განაცხადა, რომ „დიდი სლემის“ მეხუთე ჩემპიონატად წოდებული ტურნირის ფინალში გასვლა ძალიან ბევრს ნიშნავს მისი კარიერისთვის.

„კარიერაში პირველად „მასტერსის“ ფინალში გასვლა ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის, განსაკუთრებით ინდიან უელსში, რომელსაც „დიდი სლემის“ მეხუთე ტურნირს უწოდებენ. ძალიან მნიშვნელოვანია ამდენი ბარიერის გავლა და ფინალში მოხვედრა. ამ მომენტში საკუთარი თამაშის პიკზე ვიმყოფები. ეს ჩემი პირველი ნახევარფინალი იყო ასეთ მაღალ დონეზე და ოდნავ დაძაბული ვგრძნობდი თავს“ – განაცხადა ბასილაშვილმა.

ფინალი 18 ოქტომბერს, თბილისის დროით ღამის სამ საათზე გაიმართება.

მსგავსი თემები