„ჰაერზე არ გავდივარ, რადგან არ მინდა გისოსებიდან ცის ყურება” – მიხეილ სააკაშვილი

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მისი დაპატიმრების შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ პოლიციელები თავიდან მასთან მიახლოებას ვერ ბედავდნენ. შემდეგ კი სელფის გადაღებაც დაიწყეს.   

„თვითონ ამოვალაგე ჯიბიდან ნივთები. ჩანთაში მქონდა 2-3 მაისური და „სვიტერი“. პოლიციელები ძალიან მოწიწებით მეპყრობოდნენ და რაღაც ხანი მოახლოებასაც ვერ ბედავდნენ, მერე ეგრევე „სელფის“ გადაღება დაიწყეს, გზაშიც „სელფებს“ იღებდნენ. ვიდეოს გასაჯაროების შემდეგ, როგორც მოსალოდნელი იყო პოლიციამ კამერებით გვიპოვა. ივანიშვილს აქამდე არ წაუგია არსად და არაფერი. თუ ოპოზიციამ დაამსხვრია მისი ყოვლისშემძლეობის მითი, ეს გამოიწვევს ჯაჭვურ რეაქციას“ – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი „ტვ პირველთან“.  

ის პირობას იძლევა, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ სასამართლო სისტემაში  რევოლუციური ცვლილებები მოხდება. როგორც სააკაშვილი წერს, ის ჰაერზე არ გადის და განმარტავს რატომაც.

„არ მინდა, გისოსებიდან ცის ყურება. ციხის ექიმები დიდი მზრუნველობით მემყრობიან. თაფლი თვითონ შემომთავაზეს როგორც შიმშილობის პროტოკოლის ნაწილი. თითო კოვზი ჩაიში, მაგრამ საღამოს, როდესაც ტელევიზიით მოვისმინე ოქმით დავაბრუნე“,- წერს სააკაშილი.

მსგავსი თემები