„ყრილობა ჩაატარეთ, მელია გადააყენეთ და ჩემი შვილი ედუარდ სააკაშილი დანიშნეთო“ – თორნიკე მოლაშვილი სააკაშვილის ბრძანებაზე

სულხან მოლაშვილის ძმის, თორნიკე მოლაშვილის განცხადებით,  მიხეილ სააკაშვილის ბრძანებაა, არჩევნების მეორე ტურის შემდეგ ნიკანორ მელია გადააყენონ და მის ნაცვლად მისი შვილი – ედუარდ სააკაშვილი დანიშნონ. აღნიშნული ინფორმაცია თორნიკე მოლაშვილმა რუსთავის ცეხესთან გამართული საპროტესტო აქციაზე გააჟღერა.

„ერთ პატარა ინფორმაციას მოგაწვდით. თურმე რახან საქართველოს მოქალაქეობა არ აქვს და კარგად ხვდება, რომ მას საქართველოში მომავალი არ აქვს, თავის თანამოაზრეებს შეუთვალა ბატონმა მიხეილმა, არჩევნების მეორე ტური რომ დამთავრდება, ყრილობა ჩაატარეთ, ნიკა მელია გადააყენეთ და ჩემი უფროსი ვაჟი, ედუარდ სააკაშვილი ჩვენი პარტიის თავმჯდომარედ დანიშნეთო“ – განაცხადა მოლაშვილმა აქციაზე სლოგანით – „ჯალათი ციხეში“.

მისივე თქმით, რაც სააკაშვილმა პრეზიდენტობისას ქვეყანაში გააკეთა, სისხლის, სიკვდილისა და ცრემლების ფასად გააკეთა ყველაფერი.

მსგავსი თემები