ვირუსით 5 076 ადამიანი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 62 994 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 5 076 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 126 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  8.06%.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  657 753-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 15 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.06%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 8.04% ხოლო 7 დღის მანძილზე – 8.77%.

მსგავსი თემები