„ძალიან მაგარი ორგანიზმი აქვს“ – მიხეილ სააკაშვილთან პირადი ექიმი შეუშვეს

  •  

საქართველოს მესამე პრეზიდენტი საპატიმრო დაწესებულებაში პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ ნახა. როგორც ექიმი აცხადებს,

დადგება მომენტი, როდესაც მისი საავადმყოფოში გადაყვანის აუცილებლობა გახდება საჭირო.

„4-5 დღე ველოდებოდი ამ დღეს. როგორც იქნა შევედი და ვნახე. ბოლოჯერ რომ ვნახე, ახლა უფრო უარესს მოველოდი. ძალიან მაგარი ორგანიზმი აქვს, ასე რომ გადააჭარბა მოლოდინს… პრეზიდენტი თანახმაა კონსილიუმზე, თანახმაა ტესტებზე, თანახმაა წამლებზე. წყალს და ჩაის სვამს. რასაც ველოდებოდი ცუდს, ისეთი მდგომარეობა არ არის. განწყობა ძალიან მხნე,  გაუხარდა გუშინდელი აქცია. საავადმყოფოში გადაყვანის საჭიროება ჯერჯერობით არ არის, თუმცა საუბედუროდ დადგება ეს მომენტი, – განაცხადა საპატიმრო დაწესებულებიდან გამოსულმა ნიკოლოზ ყიფშიძემ.

მსგავსი თემები