დაკავებული „თბილისი პრაიდის“ დამფუძნებელი გაათავისუფლეს

„თბილისი პრაიდის“ დამფუძნებელი გიორგი თაბაგარი თავისუფალია. ინფორმაციას ორგანიზაცია თავად ავრცელებს.

„გიორგი თაბაგარი და დანარჩენი დაკავებულები გაათავისუფლეს. აღშფოთებულები ვართ პოლიციის მსგავსი მოქმედებებით. აქამდე თუ პოლიცია თვალს ხუჭავდა ლგბტ ადამიანების მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე, ახლა იგი თავად გადავიდა თემის წევრების დევნაზე. კერძოდ, დღეს ეს ბართან რეიდის ფორმით მოხდა. თუმცა დღევანდელი მოვლენები უფრო ფართო პროცესის ნაწილია, რომლის მიზანია ლგბტ აქტივისტებისა და მთლიანად სამოქალაქო საზოგადოების რეპრესია”, – ვკითხულობთ ინფორმაციაში.

ინფორმაციისთვის,  ვაშლოვანის ქუჩაზე მდებარე, ერთ-ერთ ბართან  სამი ადამიანი დააკავეს.  დაკავებულთა შორის იყო „თბილისი პრაიდის“ დამფუძნებელი გიორგი თაბაგარი. ისინი ადმინისტრაციული წესით, პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის და წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით იყვნენ დაკავებულები.

მსგავსი თემები