ბათუმში, ჩამონგრეული სახლიდან მოსახლეობის სრულად ევაკუაცია განხორციელდა

  •  

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, ჩამონგრეული კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. ექსპერტიზის დასკვნით, მრავალსართულიან კორპუსში, რომლის ერთი სადარბაზო ჩამოინგრა და 9 ადამიანი დაიღუპა, ცხოვრება სახიფათოა. აღნიშნული ინფორმაცია ადგილობრივებმა გუშინ ღამით შეიტყვეს.     

როგორც ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, ლელა სურმანიძემ განმარტა, ამ კორპუსში 50-მდე ოჯახი ცხოვრობს.  

„სპეციალისტების მოთხოვნაა, რომ პრევენციის მიზნით,  მცხოვრებლების ევაკუაცია მოხდეს. ჩაუტარდა ექსპერტიზა დანგრეული კორპუსის მომიჯნავე ორივე სახლს. ერთს არ აქვს პრობლემა, მეორედან ევაკუაცია კი პირველ სართულზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო განხორციელდა. მუნიციპალურმა ინსპექციამაც აღმოაჩინა ნებადართული პროექტის დარღვევის ფაქტი. ამ კორპუსში 50-მდე ოჯახი ცხოვრობს“ – აღნიშნა სურმანიძემ.

ჩამონგრეული სახლი ხუთი სადარბაზოსგან შედგება. მეხუთე სადარბაზო, რომელიც ესაზღვრებოდა დანგრეულ სახლს, რამდენიმე დღეა თავისუფალია, დანარჩენი სადარბაზოებიდან კი მოსახლეობა უკვე გაიყვანეს. ნაწილი ნათესავებთან გადავიდა, ნაწილი კი სასტუმროში შეასახლეს.

მსგავსი თემები