„პატიმრები საავადმყოფოში გადაყვანამდე ცოცხლები იყვნენ თუ არა არ ვიცი“ – სახალხო დამცველი

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია რუსთავის #17 სასჯელთაღსრულების დაწესებულებაში მივიდა. სახალხო დამცველი ციხეში გაჩენილი ხანძრის გამო პატიმრებთან შესახვედრად მივიდა. როგორც მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, პატიმრების გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია მას არ მიაწოდეს.   

„გუშინ, დღის განმავლობაში ვიყავით კონტაქტზე პენიტენციალურ სამსახურთან. სამწუხაროდ, დღეს გავიგეთ რომ გარდაცვლილია 2 პატიმარი. არც პენიტენციალურმა სამსახურმა და არც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა არ შეგვატყობინა აღნიშნულის შესახებ. ჯერჯერობით რაც ვიცი, სასადილო არის მოშორებით ზონიდან. შესულები არიან გამომძიებლები და ყველაფერი უნდა დაადგინოს გამოძიებამ. ჩვენ გამოძიებას ვერ ჩავატარებთ, უნდა შევხვდეთ და გავესაუბროთ პატიმრებს. ეს 2 ადამიანი გუშინ სასწრაფომ გადაიყვანა საავადმყოფოში. გადაყვანისას ისინი ცოცხლები იყვნენ თუ არა, არ ვფლობ ინფორმაციას“ – განაცხადა ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებთან.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, რუსთავის ციხეში გაჩენილ ხანძარს ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.    

მსგავსი თემები