„არის გამხდარი, ფერმკრთალი და შენელებული“ – ანა წითლიძე მიხეილ სააკაშვილზე  

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დეპუტატმა ანა წითლიძემ საპატიმრო დაწესებულება დატოვა, სადაც ის საქართველოს მესამე პრეზიდენტს შეხვდა. როგორც წითლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა,  მიხეილ სააკაშვილი არის გამხდარი, ფერმკრთალი და შენელებული.

„პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია. მას უკვე გადაადგილებაც უჭირს. მიხეილ სააკაშვილი შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს. გუშინდელ აქციაზეც ვკითხე. ასევე ვუთხარი, თუ ახსოვს, რამდენი ადამიანი იყო „ვარდების რევოლუციაზე“. მან მითხრა, რომ “ვარდების რევოლუციაზეც“ არ ყოფილა ამდენი ხალხი, რამდენიც გუშინ, “ნაციონალური მოძრაობის” აქციაზე იყო” – განცხადა წითლიძემ მედიასთან.

მოსი თქმით,  პრეზიდენტი არის გამხდარი, ფერმკრთალი და შენელებული და ითხოვს, პირადი ექიმის შეშვებას. ამ წუთებში, მიხეილ სააკაშვილს მისი მეუღლე, რადას წევრი ლიზა იასკო ხვდება.

მსგავსი თემები