ციხეში გაჩენილ ხანძარს ორი პატიმარი ემსხვერპლა

გუშინ, რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში გაჩენილ ხანძარს ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. როგორც იუსტიციის სამინისტროში განმარტავენ, სამწუხაროდ, ორივე  გარდაცვლილი პატიმარი იყო.

შეგახსენებთ, რომ ციხეში ხანძარი გუშინ გაჩნდა. 11 სახანძრო ბრიგადა ხანძარს დაახლოებთ 5 საათის განმავლობაში ებრძოდა. გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი სასადილოში გაჩნდა, რომელიც მსხვერპლით დასრულდა.

მას შემდეგ, რაც ციხეში ხანძრის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, ციხესთან პატიმრების ახლობლები შეიკრიბნენ და საკუთარ პატიმრებთან კომუნიკაციას ითხოვდნენ. ადმინისტრაციამ მათ პირობა მისცა, რომ ყველა პატამარს მისცემდნენ საშუალებას, ოჯახის წევრებს დაკავშირებოდნენ.

მსგავსი თემები