„პაციენტები მძიმდებიან, იმატა უსიმპტომო ფორმებმა“ – დევი ტაბიძე „მედიაცენტრ მთავართან“

ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი დევი ტაბიძე კორონავირუსის მხრივ ქვეყანაში არსებულ ურთულეს ვითარებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ზამთრის სეზონზე გადასვლა სიტუაციას კიდევ უფრო ამძიმებს. აღნიშნულთან დაკავშირებით ტაბიძემ „მედიაცენტრ მთავართან“ ისაუბრა და რამდენიმე ვირუსის თანხვედრაზეც გაამახვილა ყურადღება.

„პაციენტები მძიმდებიან, იმატა უსიმპტომო ფორმებმა. ეს არის მოცემულობა, რომელიც დღეს გვაქვს და რომელსაც ვერ გავექცევით. გამოსავალი ერთადერთია – ვაქცინაცია. სხვა გამოსავალი არ გვაქვს. პირველადი ვაქცინაცია დღეს ნულოვან დონეზეა. ვაქცინაციას იმაზე მეტი უარყოფითი შედეგი არ მოჰყვება და არც შეიძლება შედარება, ვიდრე ვაქცინაციის არჩატარება  და ადამიანთა გარდაცვალება“ – განაცხადა დევი ტაბიძემ „მედიაცენტრ მთავართან“.

მისივე შეფასებით, ვითარება კიდევ მეტად დამძიმდება, როცა რამდენიმე ვირუსის თანხვედრა მოხდება.

„ახლა, ჩვენ ვიმყოფებით სწორედ იმ ფაზაში, რასაც ჰქვია ზამთრის წინა სეზონი – როცა ვირუსების ახალი შემოტევა და სხვადასხვა ტიპის ვირუსების ერთიანი შემოტევა იწყება. ეს ყველაფერი კი მიგვიყვანს იმასთან, რასაც ვირუსის თანხვედრა, ტვინდემია ჰქვია. რაც გულისხმობს რამდენიმე ვირუსის ერთად მოქმედებას. ეს გამოიწვევს საკმარისად უარყოფით შედეგებს და ძალიან გართულდება დიაგნოსტიკაც. შესაძლებელია, „პისიარ“ ტექნოლოგიამაც კი ვერ დაადასტუროს ვირუსის არსებობა,  არ არის საუბარი სწრაფ ტესტებზე“ – აღნიშნა ტაბიძემ „მედიაცენტრ მთავართან“.      

მსგავსი თემები