„სუს-ი დამიყენეთ, ნარკომანები მომისიეთ, მაგრამ ვერ გამტეხეთ და ვერ გამტეხავთ“ – ანზორ მელია

თავისუფლების მოედანზე მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გრძელდება. აქციაზე სიტყვით ზუგდიდის მერობის კანდიდატი ანზორ მელიაც გამოვიდა, რომელმაც მიხეილ სააკაშვილის მშობლებსაც მიმართა.

„სულ ცოტა დარჩა, ბატონი მიხეილი გამოვა და ჩვენთან ერთად გამარჯვებას იზეიმებს. ბატონო მიხეილ ბედნიერი კაცი ხართ. რამდენ ადამიანს უყვარხართ და ცრემლები აქვს თვალებზე მომდგარი. თქვენ ხართ გმირი პრეზიდენტი, რომელიც საქართველოს ისტორიაში ოქროს ასოებით შევა.  გამაგრდით პრეზიდენტო, მთელი საქართველო თქვენს გვერდითაა“ – აღნიშნა ანზორ მელიამ აქციაზე.

მან ბიძინა ივანიშვილსაც მიმართა და განაცხადა, რომ ერთ დროს როგორც თავად, ისე აქციის მონაწილეები მისი და მისი გუნდის მხარდამჭერები იყვნენ, თუმცა, მწარედ მოტყუვდნენ.

„სუს-ი დამიყენეთ, ნარკომანები მომისიეთ, მაგრამ ვერ გამტეხეთ და ვერ გამტეხავთ“ – აღნიშნა ანზორ მელიამ ზუგდიდში, საარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებით.  

მსგავსი თემები