„ყველამ ერთმანეთს ვთხოვოთ შენდობა“ – მეუფე ნიკოლოზი მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაზე

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზი ისევ იმეორებს, რომ შერიგებაა საჭირო და ყველას მიმართავს, ერთმანეთს შენდობა სთხოვოს. აღნიშნული განცხადება მეუფემ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასთან დაკავშირებით მედიასთან გააკეთა.    

„ყოველთვის ყველას შერიგებისკენ მოვუწოდებთ და დღეს არის შესაძლებლობა ქართველი ხალხისთვის, რომ ყველამ ერთმანეთს ვთხოვოთ შენდობა. დიდი მარხვის დაწყების წინ, ჩვენ ქრისტიანები მივდივართ და ყველანი, მიუხედავად ყველაფრისა, ერთმანეთს ვთხოვთ შენდობას. თუ ამას გააკეთებს ჩვენი ხალხი დღეს, ჩვენი ქვეყანა ძალიან ძლიერი სწრაფი განვითარების გზას დაადგება. მე აქციაზე არასდროს ვყოფილვარ და არც არავის მოვუწოდებ, უბრალოდ ვამბობ, რომ ჩვენ, ქართველებმა ვიფიქროთ საერთო საყოველთაო შერიგებაზე. ეს შესაძლებელია და ეს არის ერთადერთი გამოსავალი“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

როგორც მეუფე აცხადებს, უნდა შევწყვიტოთ სიძულვილის ენით ლაპარაკი და სწორედ აქედან უნდა დაიწყოს.   

მსგავსი თემები