ბათუმში ჩამონგრეული კორპუსი მთლიანად დასანგრევია

ბათუმში, კორპუსის ერთი სადარბაზოს ჩამონგრევის შემდეგ, მთლიანად სახლის შესწავლა აქტიურად მიმდინარეობს, როგორც ბათუმის მერიაში აცხადებენ, აღნიშნული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი მთლიანად დასანგრევია.

„კორპუსი, რომლის ერთი სადარბაზოა ჩამონგრეული, სრულ დემონტაჟს ექვემდებარება. ამ შენობასთან დაკავშირებით ექსპერტიზის დასკვნა  უკვე ცნობილია. შესაბამისად, გამოიყოფა ნახევარი მილიონი ლარი სადემონტაჟო სამუშაოებისთვის და საკრებულოს სხდომაზე ეს საკითხი გამოვიტანეთ, პრაქტიკულად დემონტაჟი მალევე დაიწყება“, – განაცხადა  საფინანსო სამსახურის უფროსმა ედნა ნატარიძემ ჟურნალისტებთან.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის უკან, ბათუმში კორპუსის ჩამონგრევას 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მათ შორის არიან ბავშვებიც.

მსგავსი თემები