„რიკოთზე გეახელით ლობიანს, დაკავებამდე ხინკალი გამოვიძახე და  ერთი ცალის შეჭმა მოვასწარი“, – მიხეილ სააკაშვილი

  •  

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი იმ რეგიონებზე საუბრობს, რომელიც მან საქართველოში დაბრუნების შემდეგ მოიარა. როგორც მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, ლობიანიც მიირთვა, თუმცა, ხინკლის ჭამა არ აცალეს.  

„ეს არ იყო ბიზნეს კლასის ვოიაჟი. არც ის, რასაც მედიაში აღწერენ. იმიტომ არ გავრისკე, რომ ამ სცენარში ძალიან ადვილი იქნებოდა გასროლა, აფეთქება, ჟლეტა და მერე ყველაფრის ჩვენზე გადმობრალება. 90-იანი წლების შემდეგ მე ძალიან ბევრი მიფიქრია ზვიადიზე ხიბულაში. დიახ, მე მაქვს გარკვეული თვითიდენთიფიკაცია იმ გაგებით, რომ ყოველთვის ვცდილობდი ჩემი თავის წარმოდგენას მის ადგილას და ძალიან განვიცდიდი, ამ მიტოვებულ, დამოუკიდებლობის მომტან პრეზიდენტს. ჩემს ჩამოსვლასთან პირდაპირ პარალელს არ გავავლებდი, ჩამოვედი იმიტომ, რომ მსურდა წამოსვლა და სხვანაირად არ შემეძლო და მიმაჩნია, რომ ეს მართლაც არის კრიტიკული წერტილი ჩვენი ისტორიის“, – აცხადებს სააკაშვილი „მთავარ არხთან“.

მისივე თქმით, მან რამდენიმე რეგიონი მოიარა.

“როდესაც ვიდეო გავასაჯაროვე, ვიცოდი, რომ კამერებიდან ამოღებული ჩანაწერებით სწრაფად გვიპოვნიდნენ. იმიტომ რომ, ყველაზე ბევრი კამერა სწორედ იმ ადგილში დგას, სადაც ვიდეოებს ვიღებდი. ვიყავი ბათუმში, ქუთაისში, ფოთში, ლანჩხუთში, სამეგრელოში. რიკოთზე გეახელით ლობიანს, დაკავებამდე ხინკალი გამოვიძახე და სამწუხაროდ მხოლოდ, ერთი ცალის შეჭმა მოვასწარი“, – აღნიშნა მან.

მსგავსი თემები