„ბევრმა ცეცხლმაქრის გამოყენებაც არ იცის“ – ლუკა ბურძენიძე შრომით უსაფრთხოებაზე „მედიაცენტრ მთავარში“

„ჩამოვაყალიბეთ ისნპექტორთა ჯგუფები, ეს ინსპექტორები ინდივიდუალურად დადიან მეწარმეებთან და აცნობენ შრომითი უსაფრთხოების წესებს“, – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ საერთაშორისო არასამთავრობო უსაფრთხოების სამსახურის გენერალურის დირექტორის მოადგილემ, მოადგილე ლუკა ბურძენიძემ განაცხადა.

ლუკა ბურძენიძე შრომით უსაფრთხოებაზე ამახვილებს ყურადღებას, ის იმ სამსახურის საჭიროებაზე საუბრობს, რომელიც რამდენიმე წლის წინ შეიქმნა:

„შრომითი უსაფრთხოების ინსპექტორები, რომლებიც ჩვენ გვყავს ცდილობენ თვეში ორჯერ თითოეულ მეწარმესთან მივიდნენ და ტრენინგები ჩაუტარონ, ბევრმა ცეცხლმაქრის გამოყენების წესებიც არ იცის და ისიც არ იცის სად უნდა იყოს განთავსებული, მთელი რიგი დეტალები, რომელიც შეიძლება იყოს საფრთხის შემცველი უნდა იცოდეს მეწარმემაც და მომხმარებელმაც.

მიუხედავად იმისა, რომ შრომითი უსაფრთხოების კანონი დიდი ხანია ამოქმედებულია, ხალხი მაინც არაა ინფორმირებული, შრომით უსაფრთხოებაში შედის პანდემიასთან დაკავშირებული საკითხებიც.

საგულისხმოა, რომ ამას ხალხი არ ხვდება აგრესიით, მეწარმეთა ნაწილი ჩვენი მომსახურების მიღებაზე თავს იკავებს თანხების გამო, ჩვენ ვცდილობთ შეღავათი გავუწიოთ მათ და ბევრჯერ უსასყიდლოდ ვემსახურებით,“ – განაცხადა ბურძენიძემ „მედიაცენტრ მთავარში.“

მისივე ინფორმაციით მათი სამსახური მალე რეგიონებსაც აითვისებს სრულად, მათი მიზანი ხარისხსის მენეჯმენტისთვის კანონის შემუსავება და მეწარმეთა ხელის შეწყობაა შრომით უსაფრთხოებასთან ერთად.

ბურძენიძის ინფორმაციით კადრებთან მიმართებაში დაგეგმილია გაცვლითი პროგრამებიც.

მსგავსი თემები