ბრიტანელი ტურისტის მკვლელობის საქმეზე ხუთივე ბრალდებულს 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

ბრიტანელი ტურისტის მკვლელობის საქმეზე ხუთივე ბრალდებულს 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა გორის რაიონულმა სასამართლომ.

როგორც დაკავებული ვასილ ოქროპირიძის ოჯახის წევრები ყვებიან – ერთ ერთმა ბრალდებულმა სასამართლოზე განაცხადა, რომ ტომ კენედი მან მარტომ გაძარცვის მიზნით “გათიშა”, თუმცა მსხვერპლმა წამოდგომა შესძლო და გაქცევა სცადა. რა დროსაც წაიქცა თავი ბეტონს დაარტყა და მტკვარში გადავარდა.

მანვე ჩააბარა ტურისტის კუთვნილი ტელეფონი ლომბარდში და მოხსნა ფული საბანკო ბარათიდან.

მსგავსი თემები