კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 7,98 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 10,01 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 6,58 პროცენტი.
დღეს საქართველოში კორონავირუსის 4 775 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 623 პაციენტი.
გუშინ, 11 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსის 1 530 შემთხვევა გამოვლინდა, 1 848 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 23 კი გარდაიცვალა.