გორში მოკლული ტურისტის საქმეზე დაკავებულების აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

გორში მოკლული ტურისტის საქმეზე დაკავებული პირებისთვის, აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს.

თომას კენედის საქმეზე სულ 5 პირია დაკავებული, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულთაგან ოთხს, ბრიტანეთის მოქალაქესთან კონფლიქტი ერთ-ერთ ბარში მოუვიდათ.

ადვოკატის განმარტებით, დაკავებულები ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებენ.

მსგავსი თემები