„ვერანაირი შეზღუდვა ვერ აგვაცილებს თავიდან შემდგომ მძიმე ტალღებს“ – თენგიზ ცერცვაძე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ვაქცინაციის იმ ტემპით, რაც დღეს საქართველოშია, ვირუსს ვერ შევაკავებთ და ახალ-ახალი „ტალღები“ კიდევ იქნება.

ცერცვაძე დღეში 7-8 ათასი აცრას ქვეყნისთვის კატასტროფულად აფასებს.

„იმ პირობებში, როდესაც გვაქვს ორი მილიონი ვაქცინა, როდესაც გვაქვს ვაქცინაციის მაქსიმალური ხელმისაწვდომობა, ცენტრები, ავტობუსები, ბინაზე ვაქცინის შეთავაზება და ამ პირობებში მხოლოდ 7-8 ათასი აცრა გვექნება დღეში, ეს იქნება ქვეყნისთვის კატასტროფული შედეგის მომტანი. ვერანაირი შეზღუდვა აგვაცილებს თავიდან შემდგომ მძიმე ტალღებს, საუბარი არ არის მხოლოდ მეხუთე ტალღაზე. როგორც ჩანს, კოვიდი კიდევ დიდხანს დარჩება“ – აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.

მსგავსი თემები