მიხეილ სააკაშვილის ექიმი ციხეში ვერ შევიდა

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე რუსთავის 12-ე პენიტენციალურ დაწესებულებაში ვერ შევიდა. ის მიხეილ სააკაშვილის სანახავად და ციხის ექიმებთან სასაუბროდ მივიდა.

როგორც დაწესებულებასთან ნიკოლოზ ყიფშიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მის საშვს ვადა გაუვიდა და ამ მიზეზით არ შეუშვეს.

„მინდოდა  პრეზიდენტის ნახვა და ასევე ციხის ექიმის ნახვა. ვერ შევედი იმიტომ, რომ როგორც მითხრეს, ჩემს საშვს გაუვიდა ვადა, უნდა დავწერო ახალი განცხადება, განიხილავენ და მეტყვიან მომცემენ თუ არა შესვლის უფლებას“ – განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ მედიასთან.   

მისივე თქმით, ექიმი მას ყოველ წუთში აკვირდება და უნდა განეხილათ რა უნდა გაკეთდეს.   

მსგავსი თემები