რუსთავის ციხეში მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად შვილები და დედა მივიდნენ

რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან ცოტა ხნის წინ საქართველოს მე-3 პრეზიდენტის შვილები მივიდნენ. ედუარდ და ნიკოლოზ სააკაშვილები ექსპრეზიდენტის დედასთან, გიული ალასანიასთან ერთად მსჯავრდებულს შეხვდებიან.

მანამდე კი მიხეილ სააკაშვილთან ერთ საათზე მეტია ადვოკატები იმყოფებიან. მათი გამოსვლის შემდეგ გაირკვევა, როგორია ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

მსგავსი თემები