“მაბრალებენ ყველაფერს” – ბათუმში, კორპუსის ჩამონგრევის საქმეზე დაკავებული მუშა

არაფერი გამომიღია, მაბრალებენ ყველაფერს, – ამის შესახებ ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოს ნგრევისა და შედეგად მოქალაქეების გარდაცვალების საქმეზე დაკავებულმა ერთ-ერთმა მუშამ განაცხადა.

მან ჟურნალისტებთან აღნიშნული მცირე კომენტარი მოსამართლის მიერ აღკვეთის ღონისძიების გამოცხადების შემდეგ, სასამართლო შენობის დატოვებისას გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსი 8 ოქტომბერს ჩამოინგრა. ნგრევას 9 ადამიანი ემსხვერპლა, მათგან 3 არასრულწლოვანია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე 3 პირი დააკავა. დაკავებულები არიან აღნიშნული კორპუსის პირველ სართულზე მდებარე ბინის მეპატრონე და ბინაში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებზე დასაქმებული ორი მუშა.

მსგავსი თემები