თაკო ჩარკვიანის ორგანიზებით, რუსთაველზე მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია იმართება

  •  

„რუსეთის მიერ დევნილი პრეზიდენტი არ უნდა გაასამართლოს რუსეთზე მომუშავე ხელისუფლებამ“ – აცხადებს „სახალხო მოძრაობის“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი, რომლის ორგანიზებით რუსთაველის გამზირზე მიხეილ სააკაშვილის მხრდამჭერი აქცია იმართება.

“ახლა მდუმარების დრო არ არის. გაჭირვების დროს ქართველი ზარს ამბობდა. რუსეთის მიერ დევნილი პრეზიდენტი არამც და არამც არ უნდა გაასამართლოს რუსეთზე მომუშავე ხელისუფლებამ. მოდით, გავაკეთოთ რეფორმები, მიწისაგან პირისა უნდა აღვგავოთ კორუფცია და შესაბამისად, ნორმალურმა მართლმსაჯულებამ უნდა განიხილოს ყველას საქმე ამქვეყნად. არა შერჩევით სამართალს და არა კორუფციას, რომელმაც ჩამოშალა ჩვენი სახელმწიფო – აი ამისთვის შევიკრიბეთ”, – განაცხადა ჩარკვიანმა პარლამენტის შენობის წინ.

მისივე თქმით, ეს არის გამაფრთხილებელი აქცია, ხოლო მასშტაბური და მრავალრიცხოვანი აქცია შემდეგ გაიმართება. აქციას მხარდაჭერას უცხადება “ნაციონალური მოძრაობა.” პარლამენტის შენობასთან მობილიებულია პოლიცია.

მსგავსი თემები