Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 30 149 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 2 490 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 2 056 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.26%.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 634 053-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 9 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.26%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 6.12% ხოლო 7 დღის მანძილზე – 7.36%.