ნანგრევებიდან ამოყვანილი მამაკაცი ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან მოხსნეს

37 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც ბათუმში ჩამონგრეული კორპუსის ნანგრევებიდან ამოიყვანეს, ისევ მძიმეა. თუმცა, ზვიად თავდგირიძე ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან მოხსნეს.

კლინიკის დირექტორის განცხადებით, პაციენტი კონტაქტურია, თუმცა, ისევ რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.

„პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ სტაბილურია. დადებითი გვაქვს ის, რომ ის მოიხსნა ხელოვნური ვენტილაციიდან, თავისით სუნთქავს, შემოდის კონტაქტში, ასრულებს დავალებებს. დღეს დარჩება რეანიმაციულ განყოფილებაში, რადგან დარღვევები, რომელიც შემოსვლის დროს ჰქონდა, ყველა კორეგირებული ჯერჯერობით არ არის. პაციენტს ინტენსიური მეთვალყურეობა სჭირდება, ყოველ საათში ხდება იმ სასიცოცხლო ფუნქციების მონიტორინგი, რომელიც შემოსვლის დროს დარღვეული იყო“, – განაცხადა მედეა ქაჯაიამ.

შეგახსენებთ, რომ ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევას 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

მსგავსი თემები