ბათუმში სამაშველო სამუშაოები შეწყდა, ნანგრევებიდან 9 გარდაცვლილი ამოიყვანეს  

9 ცხედარი და 3 გადარჩენილი სიცოცხლე – ასეთია ამ ეტაპისთვის, ბათუმში, ჩამონგრეული კორპუსის სამაშველო სამუშაოების  შედეგი. როგორც შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა მედიასთან განაცხადა, არსებული ჩამონგრევის რისკებიდან გამომდინარე, სამაშველო ღონისძიებები დროებით შეწყვეტილია. 

„ცხრა ადამიანია გარდაცვლილი. მათ შორის არის სამი არასრულწლოვანი, 7 წლის, 1.3 წლის და 12 წლის ბავშვები. ყველას ოჯახს ვუსამძიმრებ. ვიპოვეთ მეცხრე გარდაცვლილი. ჩვენი ვარაუდით, დაკარგული უკვე არც ერთი ადამიანი აღარ არის და სამძებრო სამუშაოები შეჩერდება. მშენებლები ვარაუდობენ, რომ კიდევ შეიძლება მოხდეს საფრთხე და შენობის ნაწილი ჩამოიშალოს, ხედავთ, რომ სინკარები, ბეტონი გადმოწეულია და სანამ არ მოხდება მშენებლების შეკრება, იმსჯელებენ, როგორ უნდა მოხდეს ბეტონის ჩამოხსნა, ექვემდებარება თუ არა დემონტაჟს, მშენებლები გადაწყვეტენ“ – განაცხადა გომელაურმა მედიასთან.

მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია 3 ადამიანი. მინისტრი არ გამორიცხავს, რომ დაკავებულთა წრე გაფართოვდეს. რაც შეეხება ერთ-ერთ გადარჩენილ მამაკაცს, ის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება და მისი მდგომარეობა ისევ მძიმეა.  

მსგავსი თემები