ნანგრევებიდან 9 ცხედარი ამოიყვანეს, მათ შორის 3 ბავშვია

ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევას 9 ადამიანი ემსხვერპლა. მათ შორის სამი ბავშვი. როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა მედიასთან განაცხადა, მომხდარზე გამოძიება ინტენსიურად გრძელდება.

„9 გარდაცვლილია, 2 ცოცხალი გადარჩა. გარდაცვლილებს შორის 3 არასრულწლოვანია – 12, 7 და წლის და 3 ბავშვი. მომხდარზე გამოძიება გრძელდება“, – განაცხადა მინისტრმა ჟურნალისტებთან.

გარდაცვლილებს შორის 4 ადამიანი ერთი ოჯახიდანაა. რაც შეეხება ერთ-ერთ გადარჩენილს, 36 წლის მამაკაცს, რომელიც რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება, მისი მდგომარეობა ისევ მძიმეა.

მსგავსი თემები