თაკო ჩარკვიანი აცხადებს, რომ „სახალხო მოძრაობა“ 10 ოქტომბერს, თბილისში აქციის გამართვას გეგმავს

  •  

თაკო ჩარკვიანი აცხადებს, რომ „სახალხო მოძრაობა“ 10 ოქტომბერს, თბილისში აქციის გამართვას გეგმავს. მისი თქმით, აქცია იქნება ხელისუფლებისთვის გამაფრთხილებელი.

„კვირას, 10 ოქტომბერს, 17:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე „სახალხო მოძრაობა“ ვაანონსებთ დიდ, მრავალათასიან აქციას. ვაანონსებთ გამაფრთხილებელ აქციას სავარაუდო კვლავ გაყალბებისთვის და ვადამდელი არჩევნებისთვის მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებლად. ეს ყველაფერი ერთად არის ქართული სახელმწიფოს ჩამოშლის საფუძველი “, – განაცხადა ჩარკვიანმა.

როგორც თაკო ჩარკვიანმა აღნიშნა, აქცია 14 ოქტომბერსაც გაიმართება.

„ქართველმა ხალხმა თავისი სიტყვა უნდა თქვას. ქალბატონებს მინდა მივმართო, ახლა უნდა ვივაჟკაცოთ. ძალიან საინტერესო სიტყვა არსებობს ქართულ ენაში – დედაკაცი. ორსქესიანობას კი არ ნიშნავს, ეს ძლიერ ქალბატონს ნიშნავს და ვიცი, საქართველოში ძლიერი ქალბატონები არსებობენ. ამ ძლიერ ქალბატონებს ველოდები, ვისაც შეიძლება, სულაც არ მოსწონდათ და ფანები არ იყვნენ ყოფილი პრეზიდენტის, მაგრამ რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი პრეზიდენტი დღეს შიმშილობს, ცუდ პირობებშია და უნდა ვივაჟკაცოთ ჩვენი მიტაცებული სახელმწიფოს დასაბრუნებლად. 10-ში დავიწყებთ და მივატანთ 14-მდე“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

ამასთან, მისივე განმარტებით, „სახალხო მოძრაობის“ მიერ დაგეგმილ აქციას არ შეუერთდებიან „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ლელო“ და „ევროპული საქართველო“ და აღნიშნა, რომ ეს მათი პრობლემაა.

მსგავსი თემები