მიხეილ სააკაშვილის მამა ყოფილ პრეზიდენტს მიმართავს და შიმშილობის შეწყვეტას სთხოვს

მიხეილ სააკაშვილის მამა ნიკოლოზ სააკაშვილი, პატიმრობაში მყოფ შვილს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს. აღნიშნულთან დაკავშირებით, ნიკოლოზ სააკაშვილი მიმართვას სოციალურ ქსელში ავრცელებს. 

,,სხვა საშუალება ჩემ შვილთან, მიშასთან კომუნიკაციისა მე ამ ეტაპზე არ გამაჩნია, იმედია, სოციალური ქსელით მაინც გავაგონებ. მიშა! მოგმართავ, როგორც ექიმი და მამა. საქმე ეხება შიმშილობას, რომელიც არაფერ კარგს არ მოუტანს შენს ჯანმრთელობას, მხოლოდ ავნებს. შენ დაუდექი ქვეყანას გვერდში და საჭიროა ხალხთან შენი ბოლომდე დგომა. შემდგომი ენერგიული, შენებური, დაუღალავი მოქმედება. შიმშილობამ გარკვეულ ეტაპზე თავისი საქმე პროტესტისა გააკეთა. ახლა კი საჭიროა ხალხთან ერთად შენი ენერგიის მობილიზება. იცოდე შიმშილობა უკვე მტრის წისქვილზე ასხამს წყალს. გთხოვ, შეწყვიტე ეს აქცია, მოიკრიფე ძალა და ენერგია შემდგომი ბრძოლისათვის. მიიღე გადაწყვეტილება, მალე შეხვედრამდე“, – აცხადებს ნიკოლოზ სააკაშვილი.

მსგავსი თემები