ბათუმში, კორპუსის ნანგრევებში მოყოლილი მანქანიდან მცირეწლოვანი ბავშვი ამოიყვანეს.

  •  

ბათუმში, კორპუსის ნანგრევებში მოყოლილი მანქანიდან მცირეწლოვანი ბავშვი ამოიყვანეს.

როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია და მას დახმარებას ადგილზე მყოფი სასწრაფო სამედიცინო ჯგუფი გაუწევს.

საცხოვრებელი კორპუსის მიშენება ცოტა ხნის წინ ჩამოინგრა. შემთხვევა დაახლოებით ნახევარი საათის წინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, ნანგრევებში მოყვნენ კორპუსში მცხოვრებლები, რომელთა სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.

ადგილზე მობილიზებულია საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახურის თანამშრომლები და სასწრაფო დახმარების ჯგუფები.

მსგავსი თემები