საქართველოში კორონავირუსის 2 661 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 2 661 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 1 274 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 30 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 36 840 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 22 119, „პისიარ“ ტესტით – 14 721.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 7,22%, ბოლო 14 დღის – 5,7%, ბოლო შვიდი დღის – 6,16%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 628 719 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 597 654 გამოჯანმრთელდა, 9 192 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 1 853 296 აცრა, დღიურად აცრილია 8 331.

კარანტინის რეჟიმშია 67, სტაციონარში მეთვალყურეობას 4 201 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 660 პირი.

ამასთან, 7 ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 2 228 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 711 პაციენტი, გარდაიცვალა 28 პაციენტი.

მსგავსი თემები