ბოლო 24 საათში კორონავირუსით 30 პაციენტი გარდაიცვალა

  •  

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 30 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 9 192-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 2 661 პირს დაუდასტურდა, 1 274 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

გუშინ, 7 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსის 2 228 შემთხვევა გამოვლინდა, 1 711 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 28 კი გარდაიცვალა.

მსგავსი თემები