ამერიკის პრეზიდენტი ბიზნესს მიმართავს, ვაქცინაცია სავალდებულო გახადოს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის სავალდებულოობას უჭერს მხარს. უფრო მეტის, პრეზიდენტი ბიზნესს მიმართავს და ურჩევს, თავიანთ სექტორში აცრები სავალდებულოდ აქციონ.

„დაავალდებულეთ თანამშრომლები, გაიკეთონ აცრა. ვაქცინაციით ჩვენ ამ პანდემიას დავასრულებთ. შემთხვევაში ჩვენ გველის დაუსრულებელი ქაოსი საავადმყოფოებში, ზიანი, რომელიც ჩვენ ეკონომიკას მიადგება და შფოთვა სკოლებში“, – აცხადებს პრეზიდენტი.

მისივე განმარტებით, მოქალაქეები, ვინც ჯერ კიდევ არ აცრილან, ქვეყნის ეკონომიკას საფრთხეს უქმნიან.

მსგავსი თემები