„ვიწყებთ ჩვენი მოქალაქეების საქვეყნო მობილიზებას“ – „ნაციონალები“ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციისთვის ემზადებიან

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის,  ლევან ხაბეიშვილის განცხადებით,  პარტიის პოლიტსაბჭომ მასშტაბური საპროტესტო აქციის გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასა და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს შეეხება.

„ვიწყებთ ჩვენი მოქალაქეების საქვეყნო მობილიზებას, მთელი ქვეყნის მასშტაბით დავაორგანიზებთ ამას ორი მოთხოვნით, რაც უკავშირდება მესამე პრეზიდენტის გათავისუფლებას და ვადამდელ არჩევნებს.

მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შევდივართ მეორე ტურებში და ვიბრძვით გამარჯვებისთვის. მოვიგეთ ყველა დიდი ქალაქი და მნიშვნელოვანია, რომ ეს გამარჯვება გავიფორმოთ ბოლომდე“ – განუცხადა ხაბეიშვილმა ჟურნალისტებს.

მისივე თქმით, აუცილებელია, მოქალაქეები სადამკვირვებლო მისიაში აქტური ჩართვა.

„თითოეული უბანი იქნება დასაცავი 20 ოლქში, სადაც ოპოზიცია არის მეორე ტურში. აქციის თარიღი უახლოეს დღეები გახდება ცნობილი და ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას პარტიის თავმჯდომარე მოგაწოდებთ“, – განცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

მსგავსი თემები