გიორგი გახარია „ოცნებას“ და „ნაცმოძრაობას“ სამმხრივ მოლაპარაკებას სთავაზობს

პარტია „საქართველოსთვის“ ხელმძღვანელი გიორგი გახარია  „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ ღია სამმხრივ მოლაპარაკებებს სთავაზობს და აცხადებს, რომ მათთან ფარულ გარიგებებში არ შევა.

„დღეს პარტია „საქართველოსთვის“ არის წარმოდგენილი, როგორც თბილისის მუნიციპალიტეტში, ასევე საქართველოს მსხვილ ქალაქებში და ბევრგან ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, გადამწყვეტი ხმა გვქონდეს, როგორც საკრებულოს დაკომპლექტებაში, ასევე საკრებულოს თავმჯდომარის არჩევაში. ამ მიზნით, მინდა გითხრათ, რომ „ოცნება“, ისევე როგორც „ნაციონალური მოძრაობა“ გვთავაზობს და ცდილობს, ფარული მოლაპარაკებების ფარგლებში მიაღწიონ შეთანხმებას, რომ მათთვის მისაღები კანდიდატურებით დაკომპლექტდეს საკრებულო, რაც რა თქმა უნდა, ჩვენთვის არის კატეგორიულად მიუღებელი“ – აცხადებს გიორგი გახარია.

მისივე თქმით, მსგავსი ქმედებები მიზნად ისახავს, ჩამოყალიბდეს მსხვილ მუნიციპალიტეტებში ერთპარტიული საკრებულოები, რაც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია.

„ჩვენ ვთავაზობთ „ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ ღია ფორმატში, ღია სამმხრივ მოლაპარაკებებს, რომლის მიზანიც იქნება დაბალანსებული საკრებულოების საკადრო შემადგენლობების მიღება.  მზად ვართ, უპირობოდ დავეთანხმოთ ნებისმიერ მათ მიერ ამ ფორმატში შერჩეულ კანდიდატს და მხარი დავუჭიროთ ასეთ კანდიდატებს ნებისმიერ საკრებულოში, ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი, რამეთუ მივცეთ ორ ძალას შესაძლებლობა, მოილაპარაკონ, ეს არის ის დავალება, რომელიც ჩვენმა მოქალაქეებმა და ამომრჩევლებმა ჩვენ მოგვცეს, ისე რომ საკრებულოები ყველგან იყოს დაბალანსებული და არ იყოს ერთპარტიული საკრებულოები“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მსგავსი თემები