გიორგი გახარიას განცხადებით, მას გარიგებას სთავაზობენ

პარტია „საქართველოსთვის“ დამფუძნებლის, ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას განცხადებით, „ქართული ოცნება“ და “ნაციონალური მოძრაობა” მის  ფარულ მოლაპარაკებას სთავაზობენ. სანაცვლოდ კი საუბარია გარკვეული პოზიციების დაკავებას.

„პარტია “საქართველოსთვის” წარმოდგენილია როგორც თბილისში, ასევე საქართველოს ბევრ მუნიციპალიტეტში და ბევრგან ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, გადამწყვეტი ხმა გვქონდეს როგორც საკრებულოს დაკომპლექტებაში, ასევე საკრებულოს თავმჯდომარის არჩევაში. ამ მიზნით, “ოცნება”, ისევე როგორც “ნაციონალური მოძრაობა” გვთავაზობს და ცდილობს, ფარული მოლაპარაკების ფარგლებში მიაღწიოს ჩვენთან შეთანხმებას იმისთვის, რომ საკრებულოები მათთვის მისაღები კანდიდატურებით დაკომპლექტდეს, რაც ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია“ – განაცხადა გიორგი გახარიას.

რაც შეეხება გარიგების საგანს, როგორც გახარია განმარტავს, ეს ეხება გარკვეულ თანამდებობებს.

„ოცნება” ცდილობს, საკრებულოს ჩვენს წევრებზე ზემოქმედებით, სხვადასხვა ბინძური მეთოდებით მათი გადაბირების შედეგი დააყენოს. ეს ქმედებები მიზნად ისახავს მსხვილ ქალაქებში ჩამოყალიბდეს ერთპარტიული საკრებულოები, რაც ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია”, – განაცხადა გახარიამ.

გიორგი გახარიამ როგორც მმართველ გუნდს ისე ოპოზიციას „ნაციონალური მოძრაობის“ სახით, სამმხრივი მოლაპარაკება შესთავაზა.

მსგავსი თემები