მიხეილ სააკაშვილის სანახავად საპატიმროში დეკანოზი მივიდა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის სანახავად, რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში,საქართველოს პატრიარქის  მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი მივიდა.

დეკანოზმა საპატიმრო დაწესებულებაში შესვლამდე მედიასთან კომენტარი არ გააკეთა, თუმცა, აღნიშნა, რომ გამოსვლისას ისაუბრებს. როგორც მიქაელ ბოტკოველმა განმარტა, ის მიხეილ სააკაშვილის სანახავად კათალიკოს-პატრიარქის კურთხევით  იმყოფება.

მსგავსი თემები