„მიხეილ სააკაშვილისთვის სასათბურე პირობები არ იქნება“ – მმართველი გუნდი

მმართველი გუნდის წარმომადგენლის, პარლამენტის წევრის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საპატიმრო დაწესებულებაში სხვა პატიმრებთან თანაბარ პირობებში იქნება და მისთვის განსაკუთრებული პირობები ვერ შეიქმნება.

„რაც შეეხება შიმშილობას, ეს  მისი უფლებაა. უნდა იშიმშილოს, უნდა პროტესტის სხვა ფორმები გამოიყენოს. ის განსხვავებას ნახავდა, რა ციხე დატოვა 2012 წელს და როგორ საპყრობილეში ზის ახლა.

რაც შეეხება ტელევიზორს, ინტერნეტს და ა.შ. ტელევიზორი პროტოკოლით არ არის გათვალისწინებული, თუ უნდათ ნათესაობამ მიუტანოს, რაც ეხება ტელეფონს შეზღუდულია და იმ გრაფიკით მიეწოდება, როგორც დანარჩენ პატიმრებს, მისთვის განსაკუთრებული და სასათბურე პირობები ვერ იქნება“ – აღნიშნა ზარქუამ ჟურნალისტებთან.

მსგავსი თემები