საგარეო მინისტრის განცხადებით, ფარული მოსმენების გამოძიების პროცესში შესაძლოა, უცხოელები ჩაერთვნენ

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი არ გამორიცხავს, გავრცელებული ფარული მიყურადების ფაილების გამოძიების საქმეში, სადაც საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატებიც ფიგურირებენ, უცხოელი ექსპერტები ჩაერთვნენ.

“როგორი წუხილი და შეშფოთებაც ჰქონდათ დიპლომატებს მეც ისეთივე მქონდა. არ იყო ისე, როგორც ოპონენტები ცდილობენ წარმოაჩინონ, თითქოს დაძაბული და მენტორული ტონით გვესაუბრნენ დიპლომატები. ისინი არიან ხელშეუხებლები და მათ უნდა ჰქონდეთ და აქვთ თავისუფალი მოქმედების არეალი ეს მათი უფლებაა, როგორც ვენის კონვენციის ქვეყანა ჩვენ პატივს ვცემთ ამას, მაგრამ მე მქონდა ასევე საუბარი, რომ ჩვენი წუხილიც არის ეს ჩვენც გვაინტერესებს ეს ყველაფერი“ – აცხადებს მინისტრი.

 მისივე შეფასებით, რაც ფაილებში ეწერა, აბსოლუტური ბოდვაა.

„როცა მე მომიტანეს, დავინტერესდი და წავიკითხე. იქ რაც ეწერა აბსოლუტური ბოდვა იყო. ამას პასუხი უნდა გაეცეს. მე მათ დავპირდი, რომ ამ წუხილს პროკურატურამდე მივიტანდი და ასევე ვუთხარი, რომ პროკურატურის მხრიდან იყო მზაობა, რომ მივიღოთ მათი ექსპერტების დახმარება, სულ ოთხნი იყვნენ დიპლომატიური კორპუსიდან. ყველას შევთავაზე, რომ მოგვეცით ექსპერტები და ჩაერთეთ ამ პროცესში-მეთქი,”- აცხადებს მინისტრი.

შეგახსენებთ, რომ გავრცელებულ 60 000-მდე ფარული მიყურადებისა და თვალთვალის ფაილთან დაკავშირებით, რომელიც  სასულიერო პირებს, დიპლომატებს, ჟურნალისტებს, პოლიტიკოსებსა თუ სხვაა სფეროს წარმომადგენლებს ეხება, პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.

მსგავსი თემები