სააკაშილი მზადაა, ნარკოტესტი ჟურნალისტების თანდასწრებით ჩაიტაროს

გიორგი გახარიას მსგავსად, ნარკოტესტზე მზაობას ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც აცხადებს. ის თანახმაა, ტესტი საპატიმრო დაწესებულებაში  ჩააბაროს და პროცესი მედიამ გააშუქოს.

პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის ნარკოტიკებთან კავშირი დღის თემა მას შემდეგ გახდა, რაც პრემიერ-მინისტრმა ღია წერილი გამოაქვეყნა, სადაც სააკაშვილის ნარკოტიკებთან კავშირზე გარკვეული მინიშნებებია. 

„გვინახავს სააკაშვილი ველოსიპედზე, ცურვისას, თხილამურებზე, ის უაღრესად ჯანსაღი ცხოვრებით ცხოვრობდა, დარბოდა, ვარჯიშობდა და ა.შ.  მზად ვართ, ტელეკამერების თანდასწრებით, არა ვენაში, არა სამხარაულის კლინიკაში, არამედ ამ დაწესებულებაში ჩავაბაროთ ნებისმიერ ნარკოტიკზე ტესტი, დაწყებული მსუბუქი ნარკოტიკებიდან დამთავრებული ქიმიური ნარკოტიკებით“ – აცხადებს მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი ადვოკატი ბექა ბასილაია.

ადვოკატი აღნიშნული განცხადებით პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს პასუხობს და ნარკოტესტის ჩაბარებაში მასაც იწვევს.

„ღარიბაშვილთან გვექნება „ჩელენჯი“. მან კანცელარიაში მისთვის მისაღები მედიის თანდასწრებით ჩააბაროს ტესტი და ამის შემდეგ ეს ენაჭარტალა კაცუნა რას ილაპარაკებს, მოვისმენთ“ – აღნიშნავს ბასილაია.

შეგახსენებთ, რომ დღეს, ირაკლი ღარიბაშვილმა წერილი გამოაქვეყნა, სადაც, ირიბად, სააკაშვილის ნარკოდამოკიდებულებაზეც არის საუბარი.

მსგავსი თემები