გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის მამა გამოძიების დაწყებას ითხოვს

ახალგაზრდა ფეხბურთელი ვახტანგ ჩარკვიანი საავადმყოფოში კორონავირუსის გართულებული დიაგნოზით გარდაიცვალა. მისი მამა, ადვოკატი გაიოზ ჩარკვიანი აცხადებს, მისი შვილის გარდაცვალებაში მონაწილე ყველა პირს „დიდი სიურპრიზი“ ელოდება და აღნიშნულის დამადასტურებელი არაერთი მტკიცებულება გააჩნია. 

გაიოზ ჩარკვიანი გენერალურ პროკურატურას, კერძოდ კი მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძეს მიმართავს და მის სახელზე ოფიციალური წერილი შეაქვს.  

„სწორედ გამოძიებამ უნდა დაადგინოს ჭეშმარიტება, რა მიზეზით მოხდა ჩემი შვილის გარდაცვალება. არაერთი ფაქტი მაქვს, რომელიც პროკურატურაში ჩემი და ოჯახის წევრების დაკითხვის დროს წარდგენილი იქნება. ჩემი დაკითხვის შემდეგ, პროკურატურამ ჩემი ოჯახი დაზარალებულად უნდა ცნოს. ამ საქმის გამოძიებაში ჩართულია ადვოკატთა ჯგუფი.  ვინაიდან ჯერჯერობით დაკითხული არ ვარ,   მტკიცებულებებზე ვერ ვისაუბრებ. თუმცა, ეშინოდეთ, დამნაშავეებმა უნდა იცოდნენ, რომ მე მათ „სიურპრიზს“ ვუმზადებ, ყველა გაიგებს, რაც მოხდა“, – აცხადებს გარდაცვლილი ფეხბურთელის მამა გაიოზ ჩარკვიანი.

შეგახსენებთ, რომ ვახტანგ ჩარკვიანი 10 სექტემბერს, რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. ის კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით მკურნალობდა.

მსგავსი თემები