„პირადი ემოციების მიუხედავად, ვინარჩუნებ სიმშვიდეს და რწმენას“ – სანდრა რულოვსი მიხეილ სააკაშვილზე

  •  

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მეუღლე და  პირველი ლედი სანდრა რულოვსი სოციალურ გვერდზე წერილს აქვეყნებს, სადაც პირად ცხოვრებასა და მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრებაზე წერს.

„მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია და როგორც საქართველოს მოქალაქე სრულიად ვუერთდები მისი გათავისუფლების მოთხოვნას. ბევრი დაბნეული მეგობარი და თანამებრძოლი მეკითხება პირადი ცხოვრების თაობაზე. არ დაგიმალავთ, რომ პარასკევს საღამოს დადებული ვიდეოს შინაარსი ჩემთვის მოულოდნელი იყო, ფორმა კი სრულიად მიუღებელი. პირადი ემოციების მიუხედავად ვინარჩუნებ სიმშვიდეს და რწმენას, რომ ამ ბრძოლიდან გამარჯვებულები გამოვალთ“, – წერს ყოფილი პირველი ლედი.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილმა ვიდეო გაავრცელა, სადაც უკრაინელ დეპუტატ ლიზა იასკოსთან ერთად საუბრობს და ამბობს, რომ მათ ახალი ოჯახი აქვთ და ერთად არიან.

https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2FRoelofsSandra%2Fposts%2F409702417178833&show_text=true&width=500

მსგავსი თემები