ნიკო კვარაცხელიას ოჯახის განცხადებას ძებნილების ოჯახები უპასუხოდ ტოვებენ

  •  

ნიკო კვარაცხელიას ოჯახის განცხადებას, რომლის მიხედვითაც ისინი მკვლელობაში ბრალდებულების ოჯახებს, თავიანთი შვილების სამართალდამცავებისთვის გადაცემას მოუწოდებს, ძებნილების ოჯახები უპასუხოდ ტოვებენ. კომენტარი არ გაუკეთებია, გიორგი კავილაძის ადვოკატსაც.

ბრალდებულის, აკო ჭელიძის უფლებადამცველი, ამბობს, რომ ძებნილი მის ოჯახთან კონტაქტზე არ გამოსულა.  

“აღნიშნულთან დაკავშირებით მე არ მაქვს დამატებითი ინფორმაცია. რაც შეეხება იმას, რომ კვარცხელია და ბრალდებულები ერთმანეთს არ იცნობდნენ, ჩემთვის ცნობილია ეს გარემოებაც. ვიცი, რომ მათი ადგილსამყოფელი უცნობია, ყოველ შემთხვევაში არც ოჯახისთვის არის ცნობილი და არც გამოძიებისთვის. არის ეჭვი, რომ ქვეყანაში არ იმყოფებოდნენ, მაგრამ ამის დამადასტურებელი დოკუმენტი საქმეში არ არსებობს,”- ამბობს ძებნილი ჭელიძის საზოგადოებრივი ადვოკატი დალი ბარბაქაძე.

მსგავსი თემები