“გილოცავთ ქართველ ხალხზე ამ ბრწყინვალე გამარჯვებას” – იაგო ხვიჩია „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“

ჩემი აზრით, ქართველი ხალხი იმსახურებს, რომ კიდევ სამი წლის განმავლობაში, „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ სახით ეს გენიალური დუეტი ჰყავდეს – გილოცავთ ქართველ ხალხზე ამ ბრწყინვალე გამარჯვებას, – აღნიშნული განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პოლიტიკურ ჯგუფ “გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ გააკეთა.

როგორც ხვიჩიამ განაცხადა, “ქართული ოცნებისა“ და “ნაციონალური მოძრაობის“ ერთობლივმა ტრიუკმა ამჯერადაც იმუშავა და “ქართულ ოცნებას“ არჩევნები მერვედ მოაგებინა.

“მიხეილ სააკაშვილი საქართველოში თქვენ ჩამოიყვანეთ, საქართველოს მოსახლეობას თვალწინ აუფრიალეთ და ამით არჩევნები თქვენ და “ნაციონალურმა მოძრაობამ“ ურთიერთშეთანხმებით წაიღეთ.

ახლა მიხეილ სააკაშვილი ციხეში ცოტა ხნით ზის და შემდეგ უკრაინაში ან სხვაგან დაადეპორტებთ. ამ ტრიუკმა ამჯერად იმუშავა და მინდა მოგილოცოთ, მაგრამ მოგცემთ რჩევას, რომ ამ ტრიუკის გამოყენება უკვე სარისკოა. მომავალში მიხეილ სააკაშვილს თავი დაანებეთ – კაცმა არ იცის მომავალში დაგიჯერებენ თუ არა, რომ თქვენ მიხეილ სააკაშვილი და “ნაციონალური მოძრაობა“ გებრძვით. დროა, იფიქროთ თქვენს 2012 წლის დაპირებაზე, რომ “ნაციონალური მოძრაობა“ აქტუალური პოლიტიკური ძალა არ იქნებოდა“, – მიმართა “ქართული ოცნების“ წევრებს იაგო ხვიჩიამ.

მსგავსი თემები