საქართველოში კორონავირუსის 2 800 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 485 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 2 800 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 1 485 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 42 პაციენტი.

ამასთან, 4 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 867 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 877 პაციენტი, გარდაიცვალა 30.

მსგავსი თემები