“საქართველოში ჩატარებული არჩევნები დაუჯერებლად იმედის გამაცრუებელი იყო” – ჯიმ რიში

საქართველოში ჩატარებული არჩევნები დაუჯერებლად იმედის გამაცრუებელი და დრამატული უკან დახევა იყო 2012 წლის არჩევნებიდან, რომელსაც მე ვაკვირდებოდი, – ამის შესახებ აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის წევრის, ჯიმ რაშის განცხადებაშია აღნიშნული.

მისი თქმით, საერთაშორისო თანამეგობრობა გააგრძელებს არჩევნების მეორე ტურზე ყურადღებით დაკვირვებას.

„შეშფოთებული ვარ დაშინების და ამომრჩეველთა მოსყიდვის შესახებ გავრცელებული ცნობებით. საქართველოს მთავრობამ, რომელიც არჩევნების მეორე ტურს მართავს, უნდა მოაგვაროს ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის მიერ ხაზგასმული საკითხები, განსაკუთრებით საარჩევნო პერიოდში დაფიქსირებული ძალადობა და არათანაბარი პირობები იმ პარტიებისთვის, რომლებიც მმართველ პარტიას უპირისპირდებიან. სამართლიანი და ღია საარჩევნო პროცესი ძლიერი დემოკრატიის ნიშანია,“- წერს სენატორი.

მსგავსი თემები