Facebook-მა, Instagram-მა და WhatsApp-მა მუშაობა განაახლა – რა გახდა 6 საათიანი გათიშვის მიზეზი

თითქმის 6 საათიანი გათიშვის შემდეგ Facebook-მა, Instagram-მა და WhatsApp-მა მუშაობა განაახლა. Facebook-ის განცხადებით, გათიშვის მიზეზი ქსელური პრობლემა იყო. ეს 2019 წლის შემდეგ ამ სოციალური ქსელის ყველაზე ხანგრძლივი შეფერხება იყო. მიუხედავად იმისა, რომ Facebook-ით, Instagram-ით და WhatsApp-ით სარგებლობას მსოფლიოს მასშტაბით მომხმარებლები რამდენიმე საათის განმავლობაში ვერ ახერხებდნენ, კომპანიაში ამბობენ, რომ ამას მომხმარებლების მონაცემებზე გავლენა არ ჰქონია.

ხარვეზის გამო, კომპანია მომხმარებლებს ბოდიშს უხდის. მომხდარის შედეგად, Facebook-ის აქციების ფასი დაეცა, კომპანიის დამფუძნებელმა რამდენიმე საათში 6 მილიარდ დოლარზე მეტი დაკარგა.

მსგავსი თემები