“მიხეილ სააკაშვილი ბედნიერი ადამიანია, რომ პატივი აქვს იყოს იქ, სადაც ახლა არის და იცოდეს, რომ მისი თავგანწირვით და თავდადებით ბევრი რამ შეიცვლება” – ნიკა მელია

მიხეილ სააკაშვილი არის ბედნიერი ადამიანი, რომ აქვს პატივი იყოს იქ, სადაც ახლა არის და იცოდეს, რომ მისი თავგანწირვით და თავდადებით ბევრი რამ შეიცვლება ამ ქვეყანაში უკეთესობისკენ, მადლობა მას ამისთვის, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ რუსთავის ციხესთან გამართულ აქციაზე განაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილმა მოქალაქეებს მაგალითი მისცა, როგორ უნდა იბრძოლონ.

ნიკა მელიას განცხადებით, 30 ოქტომბრის არჩევნები ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების გარანტია იქნება.

„არავინ აძალებდა მიშას, ჩამოსულიყო და შესულიყო იქ, სადაც ახლა არის, მაგრამ ბიძინა ივანიშვილზე ბევრად თავისუფალია ახლა მიხეილ სააკაშვილი. არაფერი ისე არ აძლიერებს პოლიტიკურ პატიმარს, როგორც ჩვენი მაგრად ყოფნა, მხნეობა და შემართება.ჩვენ ოქტომბრის ბოლოს დაწყებული საქმე ბოლომდე უნდა მივიყვანოთ. ბოლომდე საქმის მიყვანა არის გამარჯვება, ჩვენ უნდა მოვიგოთ თბილისიც, ქუთაისიც, ფოთიც, თელავიც და ყველა ის ქალაქი, სადაც უკვე დავამარცხეთ ივანიშვილი უთანასწორო ბრძოლაში. ჩვენ ბიძინა ივანიშვილის ხელქვეითებს არჩევნები მოვუგეთ. ამ ოცივე ქალაქში 30 ოქტომებრს გამარჯვება საწინდარი და გარანტია იქნება ახალი საპარლამენტო არჩევნებისა. 30 ოქტომბერი იქნება ბრძოლის ველი. დედა, მამა, შვილი, ბიძაშვილი, კიდევ უფრო მეტნი უნდა გავიდეთ. თოთოეული ხმა დავიცვათ. არ გვაქვს უფლება სხვაგვარად მოქმედების. ბედნიერები ხართ, რომ პატივი გერგოთ წილად, გქონდეთ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღოთ ამ ისტორიულ პროცესში, სახელმწიფოს განვითარების პროცესში. ეს პატივი ყველას არ ჰქონდა. ჩვენი წინაპრების ნაწილს ჰქონდა, ნაწილს-არა. მიხეილ სააკაშვილმა მოგვცა მაგალითი, როგორ ვიბრძოლოთ“, – განაცხადა მელიამ.

მსგავსი თემები