“მესმის თქვენი ხმა საპყრობილეში და ბრძოლის სურვილს მიათმაგებს, “ვაწვებით” გამარჯვებამდე” – მიხეილ სააკაშვილი

  •  

„ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის მერობის კანდიდატმა ხატია დეკანოიძემ რუსთავის #12 სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა.

მან ჟურნალისტებს საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წერილი წაუკითხა, სადაც ის ციხესთან შეკრებილ მხარდამჭერებს მიმართავს.

„მადლობა ჩემო დებო და ძმებო. მესმის თქვენი ხმა საპყრობილეში და ბრძოლის სურვილს მიათმაგებს, “ვაწვებით” გამარჯვებამდე“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

ცნობისთვის, რუსთავის #12 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან, სადაც მიხეილ სააკაშვილი იმყოფება „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი მხარდამჭერების აქცია – თავისუფლება მიშას იმართება.

მსგავსი თემები